Gerald Harris attorney at law

ყაზბეგი

აღწერილობა

ტურისხანგრძლივობა: 2დღე

მარშუტისსიგრძე:340კმ.

ფეხითსავალი:4კმ

ტურის განმავლობაში მოვინახულებთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მთიან რეგიონს, ყაზბეგს. საქართველოს უძველესი სამხედრო გზით გავივლით სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევძლებთ ისეთი ბუნების ძეგლების ხილვას როგორიცაა: დარიალის ულამაზესი ხეობა, გველეთის ჩანჩქერები და მყინვარწვერი, რომელიც მესამეა სიმაღლით კავკასიონის მთათა სისტემაში. ასევეე ისტორიულ - კულტურული ძეგლების მონახულებით გავეცნობით ამ რეგიონის ისტორიასა და აწმყოს.

გალერეა

გაზიარება

 

დღე 1: ანანურის კომპლექსი - გუდაური - სნოს ციხე - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი - გერგეტის სამება

დღის მარშრუტის სიგრძე: 170 კმ

გამგზავრება თბილისიდანდილის 09:00 საათზე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონში, ყაზბეგში.პირველი ღირსშესანიშნაობაა ანანურის ულამაზესი ციხე (XVI – XVII სს). შემდეგ ტური გრძელდება სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის (2196 მ) მიმართულებით. გუდაურის შემდეგ სნოს ციხის (XVI – XVII ს) მონახულება, რომელიც დაბა სტეფანწმინდიდან 8 კმ_ით არის დაშორებული. სადილისა და მცირე შესვენების შემდეგ ვესტუმრებით სტეფანწმინდაში მდებარე ალექსანდრე ყაზბეგის სახლ - მუზეუმს. დღის ბოლო ღირსშესანიშნაობაა გერგეთის სამების ტაძარი (XIV ს), რომელიც სტეფანწმინდის მაღალ მთაზე (2200 მ) მდებარეობს. განთავსება სასტუმროშიდა ვახშამი.

დღე 2: დარიალის ხეობა (მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი) - გველეთის ჩანჩქერები

დღის მარშრუტის სიგრძე:171 კმ

ფეხით სავალი : 5 კმ

საუზმე (08:00 – 09:00). ტური გრძელდება ჩრდილოეთით, დარიალის ულამაზესი ხეობის მიმართულებით. დღის პირველი ღირსშესანიშნაობაა საქართველო - რუსეთის სახელწიფო საზღვართან მდებარე მთავარანგელოზის სახელობის მონასტერი. შემდეგ მარშრუტი გრძელდება სოფელ გველეთიდან 2,5 კმ სიგრძის საშუალო სირთულის საცალფეხო ბილიკით, ამავე სახელწოდების ჩანჩქერების მოსანახულებლად. პიკნიკისა და მცირედი თავისუფალი დროის შემდეგ დაბრუნება თბილისში.