Gerald Harris attorney at law

აღმოაჩინე საქართველო

აღწერილობა

ტურის ხანგრძლივობა - 10 დღე

ტურის აღწერა

დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში.

დღე 2 - თბილისის ტური

საუზმის შემდგომ დავათვალიერებთ საქართველოს დედაქალაქ თბილისს, – მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს, შემდგომ მეტეხის ტაძარს და იქვე ახლოს მდებარე ნარიყალას ციხესიმაგრეს, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. შემდგომ გვექნება სადილი, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო. სადილის შემდეგ მოვინახულებთ თბილისის უძვე;ეს უბანს აბანოთუბანს, სადაც განთავსებულია გოგირდის აბანოები, ასევე გექნებათ საშუალება მიიღოთ განიტვირთოთ გოგირდის აბანოებით. დავათვალიერებთ თბილისის წვრილ და ულამაზეს ქუჩებს, ტურისტებისათვის ყველაზე საყვარელ ადგილებს, გავისეირნებთ შარდენზე, სადაც შევხვდებით რეზო გაბრიაძის სახელობის თეატრს, იგი გამოირჩევა თავისი უნიკალური არქიტექტურით რაც იზიდავს ტურისტთა ყურადღებას. დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გავისეირნებთ მშვიდობის ხიდზე, სადაც გექნებათ საშუალება გადაიღოთ ულამაზესი ოტოები ულამაზესი ხედებით. დღის ბოლოს კი განთავსება სასტუმროში

დღე 3 - მცხეთა -ანანური - ყაზბეგი

საუზმის შემდეგ მოვინახულებთ მცხეთას. პირველი ღირსშესანიშნაობა იქნება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (XI c.) შემდგომ მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (VI c.), საიდანაც იშლება მცხეთის ულამაზესი დანიშნულების ადგილი იქნება ანანურის ცოხესიმაგრე (XVI – XVII c), ყაზბეგის შემდგომ მოვინახულებთ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. მოგვიანებით გავემგზავრებით სტეფანსმინდაში, სადაც ვნახავთ ულამაზეს გერგეტის სამების ტაძარს(2200 m.) საიდანაც იშლება ბუნების ულამაზესი ხედები. დღის ბოლოს დაბრუნება თბილისში. სასტუმროში განთავსება

ანანურის ციხესიმაგრე გერგეტის სამება

დღე 4 - კახეთი - სიღნაღი - ნაფარეული

საუზმე.. საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ღვინის სამშობლოს და ღვინის შემქმნელ ქალაქს. კახეთი – კახეთი გამოირჩევა ყველაზე ნოყიერი მიწით მთელ საბჭოთა კავშირში. საუზმე. გზად გავივლით სიღნაღს, რომელსაც უწოდებენ სიყვარულის ქალაქს. მოგვიანებით გავემგზავრებით ბოდბის დედათა მონასტერში. და დღის ბოლოს გავემგზავრებით იქვე ახლოს მდებარე ღვინის მუზეუმში - ნაფარეულში - ტყუპების მარანში, სადაც გექნებათ საშუალება გაეცნოთ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას, დაათვალიეროთ მუზეუმი და ნახოთ ყველაზე დიდი ქვევრი მთელს დედამიწაზე. საღამოს კი ტრადიციული ვახშამი ტყუპების მარნის რესტორანში და შემდგომ განთავსება ტყუპების მარნის სასტუმროში.

დღე 5 - თავისუფალი დღე

დღე 6 - ბორჯომი - ახალციხე

დილის საუზმე. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სამცხე ჯავახეთისკენ, გზად გავივლით ბორჯომის ხეობას, რომელიც ცნობილია თავისი მინერალური წყლებით. იქვე მოვინახულებთ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკს, რომელიც გამოირჩევა ასევე თავისი სილამაზით. მოგბიანებით ვესტუმრებით რაბათის ციხესიმაგრეს. დღის ბოლოს კი განთავსება ჯინო რაბათში.

დღე 7 -იმერეთის რეგიონი - სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი )

საუზმის შემდეგ ჩვენ ვესტუმრებით იმერეთის რეგიონს. პირველი დანიშნულების ადგილი იქნება სათაფლიის ნაკრძალი, თქვენ აქ აღმოაჩენთ ბუნების აღმაფრთოვანებელ სილამაზეს. აქვე იხილავთ დინოზავრის ნაკვალევს. სათაფლისს ნაკრძალის შემდეგ მოვინახულებთ პრომეთეს მღვიმეს, ის ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობაა რომელის იზიდავს უამრავ ტურისტს. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა. შემდგომ მოვინახულებთ ოკაცეს კანიონს, რომელიც ასევე აღაფრთოვანებს ტურისტებს. შემდეგ დაბრუნება ქუთაისში და ღამით განთავსება.

დღე 8 - სამეგრელო - თბილისი

საუზმის შემდგოიმ ჩვენ გავემგზავრებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც გვექნება საშუალება ვიხილოთ დაადიანების სასახლე, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ღირსშესანიშნაობას. მოგვიანებით ვესტუმრებიტ მარტვილის კანიონებს, აქ უკვე სილამაზეზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ამ ულამაზეს ადგილებში ნავით გასეირნების. მოგვიანებით დაბრუნება თბილისში.

დღე 9 - თავისუფალი დღე

დილის საუზმე - თავისუფალი დღე

Shopping mall ,,east point “ shopping mall ,,Tbilisi mall”

დღე 10 - ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში

ფასში შედის:

  • განთავსება
  • ტრანსფერები
  • ტრანსპორტირება ტურის მიხედვით
  • გიდის მომსახურება
  • დილის საუზმე
  • ქართული ტრადიციული ვახშამი
  • მუზეუმის ბილეთები

გალერეა

გაზიარება

 

ტურის ხანგრძლივობა - 10 დღე

ტურის აღწერა

დღე 1 - აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი სასტუმროში.

დღე 2 - თბილისის ტური

დღე 3 - მცხეთა -ანანური - ყაზბეგი

დღე 4 - კახეთი - სიღნაღი - ნაფარეული

დღე 5 - თავისუფალი დღე

დღე 6 - ბორჯომი - ახალციხე

დღე 7 -იმერეთის რეგიონი - სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი )

დღე 8 - სამეგრელო - თბილისი

დღე 9 - თავისუფალი დღე

დღე 10 - ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში